დმანისის მერი მოქალაქეებთან შეხვედრებს აგრძელებს

დმანისის მუნიციპალიტეტის მერი, კობა მურადაშვილი, მოქალაქეებთან შეხვედრებს ტრადიციულად ყოველ ოთხშაბათს მართავს. დღევანდელ შეხვედრაზე მას თან ახლდნენ მოადგილეები თემური ზურაბიშვილი და არიფ სულეიმანოვი.
🤝 მერმა ადგილობრივებისგან უშუალოდ მოისმინა მათი პრობლემები და აღნიშნა, რომ მისთვის მოსახლეობასთან მუდმივი კომუნიკაცია უმნიშვნელოვანესია.


🗣️ „პრობლემების შესახებ საუკეთესო ინფორმაცია სწორედ მოსახლეობისგან მოდის. ამიტომ, მათი მოსმენა და რეაგირება ჩემთვის პრიორიტეტულია,“ – აღნიშნა მურადაშვილმა.
✅ შეხვედრის ბოლოს მერმა მოქალაქეებს საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში დახმარება აღუთქვა.
