კოლეჯ „მოდუსში“ კონფერენციის – „თანამედროვე ინოვაციური მიდგომები პროფესიულ განათლებაში – ModuSkill 2026” – შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა

ღონისძიებას რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები მარინა ლიპარტელიანი, მიხეილ მუზაშვილი და გიორგი კოკაია, ასევე დეპუტატები და მერის მოადგილე ოთარ ტატალაშვილი დაესწრნენ.

კონფერენცია „მოდუსის“ დირექტორმა ნინო ქავთარაძემ გახსნა და მონაწილეებსა და მხარდამჭერებს აქტიური ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა.

დასკვნით ეტაპზე სტუდენტებმა და პედაგოგებმა საინფორმაციო ტექნოლოგიების, ტრანსპორტის ინჟინერიის, დიზაინის, მოდის ტექნოლოგიებისა და აგრომიმართულებებით შექმნილი პროექტები წარადგინეს. საუკეთესო იდეების ავტორები სპეციალური სიგელებით დაჯილდოვდნენ.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading