დმანისის ხელმძღვანელობა RMG-ის გარემოსდაცვით ინიციატივებს გაეცნო
დმანისის მუნიციპალიტეტის მერი კობა მურადაშვილი, მოადგილეებთან და საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ყულიაშვილთან ერთად, კომპანია RMG-ის საწარმოო ობიექტებს ესტუმრა.
ვიზიტის ფარგლებში დაათვალიერეს თანამედროვე გამწმენდი ნაგებობები, გამწვანების სამუშაოები და გარემოსდაცვითი სისტემები, რომლებიც გარემოს დაბინძურების პრევენციას ემსახურება. ასევე გაეცნენ ნარჩენების მართვის ახალ, უსაფრთხო პროექტს.
შეხვედრა RMG-ისა და გარემოს დაცვის კომიტეტთან არსებული სამუშაო ჯგუფის ინიციატივით გაიმართა და მიზნად კომპანიის გარემოსდაცვითი საქმიანობის გაცნობას ისახავდა.