„თეთრიწყაროს“ მორიგი წარმატება – გუნდმა „დინამო სოხუმი“ 2:1 დაამარცხა

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი მიხეილ აფციაური, საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა თედორაძესთან და მერის მოადგილე რამაზ გულბანთან ერთად, მარნეულის ცენტრალურ სტადიონზე საქართველოს ქალთა უმაღლესი ლიგის მე-8 ტურის შეხვედრას დაესწრო.

მატჩში ერთმანეთს გოგონათა გუნდები „თეთრიწყარო“ და „დინამო სოხუმი“ დაუპირისპირდნენ. დაძაბული და საინტერესო შეხვედრა თეთრიწყაროს გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა.

ამ გამარჯვების შედეგად „თეთრიწყარომ“ ტურნირში ჯამში 11 ქულა დააგროვა და პოზიციები გაიუმჯობესა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, მერმა მიხეილ აფციაურმა გამარჯვება მიულოცა როგორც ფეხბურთელებს, ისე სამწვრთნელო შტაბს, წარმატებები უსურვა და მომავალშიც სრული მხარდაჭერა აღუთქვა.

მატჩს ადგილობრივი გულშემატკივრებიც ესწრებოდნენ, რომლებმაც საკუთარი გუნდი აქტიურად გაამხნევეს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading