აგვისტოს ომის გმირების ხსოვნის პატივისაცემად– ქვეყნის მასშტაბით სახელმწიფო დროშები დაეშვა
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-17 წლისთავთან დაკავშირებით, დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, ქვეყნის მასშტაბით ადმინისტრაციული შენობებზე საქართველოს სახელმწიფო დროშები დაშვებულია.
მთავრობის განკარგულებას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მოაწერა ხელი.
დროშები დაშვებულია მთავრობის ადმინისტრაციის, პარლამენტის, პრეზიდენტის სასახლის, კულტურის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობებზე, ასევე სხვა სახელმწიფო სტრუქტურების ობიექტებზე.