ბოლნისის თეატრში სპექტაკლ „ჭორიკანა ქალების“ პრემიერა შედგა

29 აპრილს ბოლნისის მუნიციპალურმა თეატრმა საპრემიერო ჩვენება გამართა. იტალიელი დრამატურგის კარლო გოლდონის კომედია რეჟისორმა ლაშა ნოზაძემ დადგა.

პრემიერას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ბუბა გობეჯიშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

,,ჭორიკანა ქალები” კომედია დელ არტეს სტილში დაწერილი პიესის მიხედვით დაიდგა, რომელმაც მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა. აღსანიშნავია, რომ სპექტაკლმა ანშლაგით ჩაიარა. ,,ჭორიკანა ქალების“ ხილვა ბოლნისელ მაყურებელს დღეს, 30 აპრილსაც შეეძლება.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია/ Bolnisi Municipality City Hall

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading