შინდისის გმირები – 17 წლის წინ მომხდარი გმირული ბრძოლა
2008 წლის აგვისტოს ომის ერთ-ერთი ყველაზე გმირული ეპიზოდი 17 წლის წინ, შინდისთან დატრიალდა. მსუბუქად შეიარაღებული 22 ქართველი ჯარისკაცი რუსულ ბატალიონს არათანაბარ ბრძოლაში შეეჯახა. მეომრებს მხოლოდ ავტომატური იარაღი ჰქონდათ, თუმცა მათ თავდადებულმა წინააღმდეგობამ საათზე მეტხანს შეაკავა მოწინააღმდეგე.

შინდისის ბრძოლა ტრაგიკული, მაგრამ გმირული ისტორიებითაა სავსე. მათ შორისაა ნათლიისა და ნათლულის ისტორია — უმცროსი სერჟანტი ალექსანდრე ონიანი და კაპრალი რომან ზოიძე. ოკუპანტს ხელში არ ჩასაბარებლად, მათ თავი ყუმბარით აიფეთქეს.
ალექსანდრე ონიანი სიკვდილის შემდეგ ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით, ხოლო რომან ზოიძე — ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.


შინდისის გმირები დღემდე რჩებიან ქართველი საზოგადოების სიმამაცისა და თავგანწირვის სიმბოლოდ.
ეს ჩვნი უახლესი ისტორიაა![]()
![]()
![]()
მათ შინდისის გმირები ქვიათ
ქართველი მეომრების თავდადებამ ისეთი წინააღმდეგობა გაუწია მოწინააღმდეგეს, რომ რუსმა კაპიტანმა გენერალიტეტიდან დახმარება ორჯერ გამოითხოვა

“რუსი ჯარისკაცის, საშა დროზდოვის ინტერვიუდან:
რაციით გადმოქვცეს, რომ ცხინვალთან ახლოს ჩვენს ჯგუფს ცეცხლი გაუხსნეს და დახმარება იყო საჭირო. სასწრაფოდ ჩავსხედით მანქანებში. გასასვლელთან რომ მივედით, ჩვენების საქმე ძალიან ცუდად იყო: ქართველები, თავის აწევის საშუალებას არ გვაძლევდნენ, მიცვალებულიც ბევრი გყვავდა და დაჭრილიც.
ესენი ვინ არიან, ეშმაკები, ქაჯები თუ ადამიანები? – ყვიროდა მეთაური.
– უკვე საათია, ასეთ დღეში ვართო.
15 წუთში კიდევ ერთი ჯგუფი წამოგვეშველა, თავისი ტექნიკით.
ნახევარსაათიანი ბრძოლის შემდეგ ყველაფერი დამთავრდა. ამის გახსენებაც არ მინდა.
როგორც გავიგეთ, მხოლოდ თორმეტი ქართველი გვებრძოდა, მხოლოდ – თორმეტი! მათგან ცოცხალი არავინ დარჩა. ვინც ჩვენს ტყვიებს გადაურჩა, თავად მოისწრაფა სიცოცხლე.
ჩვენი მეთაური, 12 ქართველი ჯარისკაცის ცხედართან დიდხანს, მდუმარედ იდგა, მერე ერთი ამოიოხრა, ხმამაღლა კი მხოლოდ ეს თქვა – “ასეთი ბიჭები რომ მყოლოდაო”…
სიტყვა აღარ დაასრულა, ისე ჩაჯდა მანქანაში.”
