ბოლნისის საკრებულოს თავმჯდომარემ დეპუტატებს მადლობის სიგელები გადასცა დიდთოვლობის პერიოდში ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერისთვის
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი სვანიძემ,
დიდთოვლობის პერიოდში მოქალაქეთა დახმარებისთვის განსაკუთრებული
ჩართულობისთვის მადლობის სიგელები გადასცა საკრებულოს წევრებს –
კაზრეთის თემის მაჟორიტარ დეპუტატს ზვიად ჯაყელს და საკრებულოს წევრს
ირაკლი კოდელაშვილს.
„რთულ დროს ადამიანების გვერდით დგომა არის ის, რაც ნამდვილ
თვითმმართველობას ქმნის. ასეთი ჩართულობა გვაძლიერებს და სხვებისთვისაც
კარგი მაგალითია“, – აღნიშნა გიორგი სვანიძემ.
მადლობის სიგელების გადაცემით ხაზგასმულია ადგილობრივი ხელისუფლების
მხრიდან მხარდაჭერისა და თანამშრომლობის მნიშვნელობა, რაც კიდევ ერთხელ
ადასტურებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოქალაქეთა
საჭიროებების მიმართ მაღალ პასუხისმგებლობას.