მარნეულის სპორტსკოლის კიკბოქსიორებმა შავი ზღვის თასზე წარმატებით იასპარეზეს

20-21 ივნისს, ბათუმიში გამართულ კიკბოქსინგის საერთაშორისო ტურნირზე — შავი ზღვის თასი, სამოყვარულო K1-ის წესებით, მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტსკოლის (კლუბ „ჩემპიონი“) ექვსმა სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა.

ტურნირზე განსაკუთრებული წარმატება მოიპოვა გევორგ სარქესიანმა, რომელმაც ადგილობრივი სპორტსმენი სამრაუნდიან დაპირისპირებაში დამაჯერებლად დაამარცხა და შავი ზღვის თასის მფლობელი გახდა.

ტურნირის შედეგები:

  • გევორგ სარქესიანი (2009 წ., 57 კგ) – შავი ზღვის თასის მფლობელი;
  • დავით შოლარი (2010 წ., 60 კგ) – საპრიზო ადგილი;
  • ამინ დურმუშოვი (2011 წ., 60 კგ) – საპრიზო ადგილი;
  • შალვა კობაიძე (2010 წ., 63.5 კგ) – მეორე ადგილი;
  • გიორგი ელოინაი (2014 წ., 38 კგ) – საპრიზო ადგილი;
  • სამადინ სამესოვი (2014 წ., 30 კგ) – საპრიზო ადგილი.

სპორტსმენებს ამზადებდნენ მწვრთნელები – კახა ჭკადუა და ნიკოლოზ ჭკადუა.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading