კობა მურადაშვილი ირგანჩაის მოსახლეობას შეხვდა

დმანისის მერობის კანდიდატი, კობა მურადაშვილი, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში სოფელ ირგანჩაის ეწვია და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრა თბილ და მეგობრულ გარემოში წარიმართა. მურადაშვილმა ირგანჩაიელებთან ერთად იმსჯელა როგორც უკვე განხორციელებულ პროგრამებზე, ისე იმ პროექტებზე, რომლებიც ამჟამად აქტიურად მიმდინარეობს.

მისი განცხადებით, მუნიციპალიტეტში სხვადასხვა მიმართულებით გრძელდება ინფრასტრუქტურული და სოციალური განვითარების პროცესები, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სოფლის ყოფით პირობებზე.

📌 მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში სოფელ ირგანჩაიში დაგეგმილია:

  • თანამედროვე სპორტული მოედნის მშენებლობა
  • საზოგადოებრივი სკვერის მოწყობა
  • ცენტრალური გზის სრული რეაბილიტაცია

აღნიშნული ცვლილებები მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს როგორც სატრანსპორტო კავშირს, ასევე ახალგაზრდებისთვის აქტიური და ჯანსაღი ცხოვრების შესაძლებლობებს.

„მჯერა, რომ ირგანჩაის აქვს განვითარების დიდი პოტენციალი. თქვენი მხარდაჭერა და ერთიანი ძალისხმევა ამ სოფლის წარმატებულ მომავალს საფუძველს უყრის,“ — აღნიშნა კობა მურადაშვილმა.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading