უკანონო მიგრაციასთან ბრძოლა გრძელდება – საქართველოდან 22 უცხო ქვეყნის მოქალაქე გააძევეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტისა და სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების კოორდინირებული მუშაობის შედეგად, ბოლო დღეებში წარმატებით განხორციელდა საქართველოში უკანონოდ მყოფი 22 უცხო ქვეყნის მოქალაქის იდენტიფიცირება და გაძევება.

📍 გაძევებულთა ჩამონათვალში შედიან ეგვიპტის, თურქეთის, თურქმენეთის, ინდოეთის, იორდანიის, ირანის, სირიის, პაკისტანის, რუსეთისა და კენიის მოქალაქეები.

აღნიშნული პირები საქართველოში იმყოფებოდნენ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მათ მიმართ გამოყენებული იქნა გაძევების მექანიზმი, რაც გულისხმობს ქვეყნიდან იძულებით გადაყვანას და შემდგომ საქართველოში შემოსვლის აკრძალვას.

📌 შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი აგრძელებს აქტიურ მუშაობას უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ. დეპარტამენტის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციაა უცხო ქვეყნის იმ მოქალაქეთა გამოვლენა, ვინც ქვეყანაში კანონდარღვევით იმყოფება და მათი სამართლებრივი სტატუსის შესაბამისი რეაგირების განხორციელება.

🔍 კომპლექსური შემოწმებები და მონიტორინგი, რაც კანონით დადგენილ წესებზე დაყრდნობით მიმდინარეობს, ემსახურება ქვეყნის უსაფრთხოების, საზოგადოებრივი წესრიგისა და მიგრაციული გარემოს სამართლებრივი რეგულირების განმტკიცებას.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading