ყალბი მართვის მოწმობის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

🔎 გამოძიების მიხედვით, ბრალდებულმა 700 აშშ დოლარის სანაცვლოდ მოქალაქეზე გაასაღა ყალბი ქართული მართვის მოწმობა.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღებას. აღნიშნული დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით სამიდან ექვს წლამდე.

📌 საგამოძიებო სამსახური აქტიურად აგრძელებს მუშაობას დანაშაულში ჩართული სხვა პირების დადგენისა და მხილების მიზნით.

🔔 სამართალდამცავი უწყებები კვლავ მოუწოდებენ მოქალაქეებს, თავი შეიკავონ კანონდარღვევისგან და სამართლებრივი პროცედურებით ისარგებლონ, რათა თავიდან იქნეს აცილებული მსგავსი დანაშაულის ჩადენა და მასთან დაკავშირებული სამართლებრივი შედეგები.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading