ბოლნისის გერმანულ უბანში დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის ფესტივალი ჩატარდა
ფესტივალის წარმდგენი იყო „არემჯი“, მხარდამჭერები: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, მეღვინეთა გაერთიანება „ღვინო ბოლნისი“, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია, ღვინის ეროვნული სააგენტო, საქპატენტი, ბოლნისის აგროცენტრი.
ღონისძიებას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, ლევან ხარაბაძე, საქართველოს პარლამენტის წევრი, დავით შერაზადიშვილი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი, ბუბა გობეჯიშვილი, რწმუნებულის მოადგილეები: ნიკა კობახიძე და გიგა ნამიჭეიშვილი ასევე, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ამ შინაარსის ღვინის ფესტივალი საქართველოში მესამედ იმართება და ის ტრადიციულად სლოგანს, ბოლნისი – ოქროსფერი ღვინის ქალაქი ეხმიანება. ფესტივალში ტრადიციულად საქართველოს სხვადასხვა კუთხის 60-ზე მეტი მეღვინეობა იყო წარმოდგენილი. ღონისძიების ფარგლებში მოეწყო საბავშვო სივრცე, ღვინის დეგუსტაცია, გაიმართა სხვადასხვა შემეცნებითი ღონისძიება.
დღის ბოლოს გამოცხადდა გამარჯვებული ღვინოები, რომელიც ქართველი ღვინის ექსპერტებისგან შემდგარმა ჟიურიმ გამოავლინა.




