2 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გარდაბნის ცენტრალურ პარკში ა(ა)იპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით საბავშვო-გასართობი ღონისძიება გაიმართა

მაყურებლის წინაშე სპექტაკლით „სტუმრად გაზაფხულის ყვავილნარში“ სართიჭალის თეატრალური წრე, ხოლო მუსიკალური ნომრებით საბავშვო ბაღის აღსაზრდელები და მუსიკალური სტუდიის “Art Life“ წევრები წარსდგნენ.

სპეციალურად მოწყობილ სივრცეში კი პატარებისთვის საზეიმო განწყობის შექმნაზე იზრუნა “უჯმა და ბავშვების” გუნდმა ზღაპრის გმირების მონაწილეობით, ხოლო ა(ა)იპ მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრის ორგანიზებით მოეწყო ხატვისა და თაბაშირზე მოხატვის მასტერკლასი.

ღონისძიებას ესწრებოდნენ გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი დავით კარგარეთელი, მოადგილე ფუად მირზოევი, საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ გედეხაური და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.

აღსანიშნავია, რომ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის მუნიციპალური პროგრამების ფარგლებში გარდაბნის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ, გარკვეული კატეგორიის – (იხილეთ: https://docs.google.com/…/1KiYZSrhKHFIfg85gXJvP3IoThD…/edit… ) ბენეფიციარებს პროგრამული დახმარება გაეწიათ.

კომენტარის დატოვება

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading