მარნეულელი სალომე ხარშილაძის წარმატება მშვილდოსნობაში, საქართველოს ჩემპიონატზე
,,თბილისში, მშვილდოსნობის სასროლეთზე გამართულ საქართველოს ჩემპიონატზე, რომელიც 70 მეტრ დისტანციაზე ჩატარდა დიდებს შორის, მარნეულელმა სპორტსმენმა სალომე ხარშილაძემ (პირადი მწვრთნელი გიორგი გორდეზიანი) წარმატებით იასპარეზა და მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა!
ჩემპიონატი საქართველოს მშვილდოსნობის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებითა და საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა.
ტურნირს ესწრებოდნენ და გამარჯვებულები დააჯილდოვეს საქართველოს მშვილდოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა სიმონ ნოზაძემ, ფედერაციის ვიცე პრეზიდენტმა ხათუნა ნარიმანიძემ, მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის დირექტორმა და ფედერაციის ვიცე პრეზიდენტმა, მამუკა ნავერიანმა, აჭარის მშვილდოსნობის ფედერაციის პრეზიდენტმა ლადო ბოლქვაძემ და საქართველოს პარლამენტის სპორტის კომიტეტის წარმომადგენელმა დავით ობოლაძემ.
აღსანიშნავია, რომ სალომე ხარშილაძე საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრებთან ერთად გაემგზავრა მსოფლიო თასის III ეტაპზე, რომელიც ანტალიაში 4-8 ივნისს გაიმართება!
მარნეულის სპორტული სკოლა ულოცავს სალომეს ამ მნიშვნელოვან წარმატებას და უსურვებს წარმატებულ ასპარეზობას საერთაშორისო არენაზე!”-აღნიშნულია მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის განცხადებაში.




