მარნეულში ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ სიმბოლური აქტივობა გაიმართა

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო კამპანიის ფარგლებში მარნეულში, კულტურის ცენტრის მიმდებარე სკვერში, მერის „ქალთა ოთახის“ ინიციატივით სიმბოლური აქტივობა გაიმართა. ღონისძიების მიზანი საზოგადოების ცნობიერების ამაღლება იყო, განსაკუთრებით ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ.

ღონისძიებას ესწრებოდნენ მარნეულის საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და სსიპ – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს წარმომადგენლები.

აღსანიშნავია, რომ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანია 1991 წლიდან იმართება, მას მსოფლიოს 187 ქვეყანა და 5000-ზე მეტი ორგანიზაცია უერთდება.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading