გარდაბანში გუნდი „მგალობელის“ შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

24 ივნისს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლში, ა(ა)იპ „გარდაბნის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან“ არსებული ქართული საეკლესიო საგალობლების შემსწავლელი გუნდის – „მგალობელის“ 2025-2026 სასწავლო წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საეკლესიო გუნდი „მგალობელი“ და ხალხური სიმღერისა და საკრავების გუნდის მოსწავლეები, რომლებმაც მაყურებლის წინაშე მრავალფეროვანი მუსიკალური პროგრამა წარადგინეს.

საღამოს უძღვებოდა მღვდელმსახური, გუნდი „მგალობელის“ ხელმძღვანელი და ლოტბარი, მამა პეტრე (ზურა პეტრიაშვილი), რომელმაც ღონისძიების მნიშვნელობასა და ახალგაზრდებში ქართული საგალობლებისა და ხალხური მუსიკის პოპულარიზაციის აუცილებლობაზე ისაუბრა.

შემაჯამებელი კონცერტი სასწავლო წლის განმავლობაში გაწეული მუშაობის ერთგვარი შეჯამება იყო და მონაწილეებმა დამსწრე საზოგადოებას საკუთარი შემოქმედებითი მიღწევები გააცნეს. ღონისძიებამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ქართული საეკლესიო საგალობლებისა და ხალხური მუსიკის შენარჩუნებისა და მომავალი თაობებისთვის გადაცემის მნიშვნელობა.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading