ენერგოომბუდსმენის განცხადება გაზრდილ დარიცხვებთან დაკავშირებით
ენერგოომბუდსმენის სამსახურის განცხადებით, ბოლო დღეებში მოქალაქეების პრეტენზიების მიუხედავად, ბუნებრივი გაზის ტარიფი არ შეცვლილა. გაზრდილი გადასახადები შესაძლოა გამოწვეული იყოს მრიცხველის არასწორი ჩვენებით, ტექნიკური დაზიანებით, გაზის გაჟონვით (განსაკუთრებით დიდთოვლობისა და ყინვის პირობებში) ან სხვა ინდივიდუალური ფაქტორებით.
,,გაზრდილი ხარჯი შესაძლოა გამოწვეული იყოს სხვადასხვა მიზეზით, მათ შორის:
• მრიცხველის ჩვენების არასწორად წაკითხვა
• მრიცხველის ტექნიკური დაზიანება
• კერძო სახლებში, სადაც გაზის ქსელი ეზოშია განთავსებული, დიდთოვლობისა და ძლიერი ყინვის პერიოდში შესაძლებელია, რომ ქსელის გარკვეული მონაკვეთები დაზიანდეს და წარმოიშვას გაზის გაჟონვა, რაც შესაძლოა გახდეს მოხმარებისა და გადასახადის ზრდის მიზეზი
• ასევე სხვა ფაქტორებით, რაც თითოეულ შემთხვევაში ინდივიდუალური შესწავლის საგანია
გაცნობებთ, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოქალაქეებს შეუძლიათ მიმართონ ენერგოომბუდსმენის სამსახურს.
მომართვის შემთხვევაში:
• დაიწყება საქმის სამართლებრივი შესწავლა
• შეფასდება დარიცხვის კანონიერება
• ბუნებრივი გაზის მიწოდება არ შეგიწყდებათ სადაო თანხის გადაუხდელობის გამო – დავის დასრულებამდე
მოგვმართეთ შეტყობინებით ან ოფიციალური საკომუნიკაციო არხების მეშვეობით.
• ქ. თბილისი, მიცკევიჩის ქუჩა №27ბ
• ქ. ქუთაისი, გრიშაშვილის ქუჩა №16
577149912; 591494949; 577222281; 577310073
• ქ. თელავი, ერეკლე მეორის ქუჩა №16
591075031
• ქ. ბათუმი, კლდიაშვილის ქუჩა №10
591 22 88 22
• ცხელი ხაზი (+995 32) 2 42 01 90
ჩვენი მიზანია მომხმარებელთა უფლებების დაცვა და სამართლიანი გადაწყვეტა.”- აღნიშნულია ენერგოომბუდსმენის განცხადებაში.
ენერგოომბუდსმენი მოქალაქეებს მოუწოდებს, მიმართონ სამსახურს – თითოეული შემთხვევა სამართლებრივად შეისწავლება, დარიცხვის კანონიერება შეფასდება და დავის დასრულებამდე გაზის მიწოდება არ შეწყდება.