2026 წლის გამოსაცდელთა საყურადღებოდ – მნიშვნელოვანი ინფორმაცია გამოცდებთან დაკავშირებით

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2026 წლის გამოსაცდელებს მნიშვნელოვან რეკომენდაციებსა და წესებს ახსენებს.

გამოსაცდელები ვალდებულნი არიან გამოცდაზე გამოცხადდნენ საგამოცდო ბარათზე მითითებულ დროსა და შესაბამის საგამოცდო ცენტრში.

საგამოცდო ბარათზე აღნიშნულია რეგისტრაციის დაწყების დრო, რომელიც ერთი საათის განმავლობაში გრძელდება. აბიტურიენტებმა და სხვა გამოსაცდელებმა წინასწარ უნდა გადაამოწმონ ბარათზე მითითებული ინფორმაცია, რათა თავიდან აიცილონ გაუთვალისწინებელი პრობლემები.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ დაგვიანების, სხვა საგამოცდო ცენტრში ან არასწორ დღეს გამოცხადების შემთხვევაში, გამოსაცდელი გამოცდაზე არ დაიშვება.

ცენტრი მონაწილეებს მოუწოდებს, გამოცდის დღეს დროულად გამოცხადდნენ და თან იქონიონ ყველა საჭირო დოკუმენტი, რათა საგამოცდო პროცესი შეუფერხებლად წარიმართოს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading