საფრანგეთის პირველი ლედი ფემინისტ აქტივისტებს „ბინძური ძუკნები“ უწოდებს
საფრანგეთის პირველი ლედი, ბრიჯიტ მაკრონმა, პარიზში, Folies Bergère-ში კომიკოს არი აბიტანის წარმოდგენის დროს ფემინისტ აქტივისტებს „ბინძური ძუკნები“ უწოდა. აქტივისტები, რომლებიც ფემინისტური კოლექტივის #NousToutes-ის წევრები იყვნენ, სცენაზე კომიკოსის გამოსახულებიანი ნიღბებით და წარწერით „მოძალადე“ მივიდნენ და მის წარმოდგენას შეუშალეს ხელი.
მედიის ცნობით, ბრიჯიტ მაკრონის განცხადება აქტივისტებმა სექსიზმისა და სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლოდ აქციეს. განცხადება ფართოდ გავრცელდა ფემინისტური საზოგადოების მიერ და მისი ფრაზა „ბინძური ძუკნები“ ახლა ფემინისტური სიამაყის ნიშნად ითვლება.
ცნობისთვის, 2021 წლის ბოლოს, კომიკოსი არი აბიტანი გაუპატიურებაში დააადანაშაულეს, თუმცა სამწლიანი გამოძიების შემდეგ საქმე შეწყდა. მას შემდეგ მისი სცენაზე დაბრუნება რეგულარულად იწვევს ფემინისტური პროტესტს.