საქართველო სასამართლოს დამოუკიდებლობის კუთხით ევროპის საუკეთესო ოცეულშია – ევროკავშირის კვლევა

ევროპის ანტიკორუფციული კვლევების ცენტრმა ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ქვეყნებში კორუფციის რისკის მიზეზებისა და ტენდენციების შესახებ ვრცელი ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც ევროკომისიის კვლევისა და ინოვაციების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. კვლევა 41 ქვეყანას მოიცავს.

ანგარიშში საქართველოს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა გამოყოფილია პოზიტიურად: 10-ბალნიან სარეიტინგო სისტემაში ქვეყანამ 6.5 ქულა დაიმსახურა, რაც ლიეტუვასა და პორტუგალიასთან ერთად ევროპის საუკეთესო ოცეულში 16-ე პოზიციას უტოლდება. საქართველომ უსწრო ევროკავშირის ყველა კანდიდატ ქვეყანას და რამდენიმე წევრს, მათ შორის: იტალიას, ესპანეთს, ლატვიას, საბერძნეთს, სლოვენიას, ბულგარეთს, უნგრეთს, სლოვაკიას, ალბანეთს, რუმინეთს, პოლონეთს, თურქეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას და ხორვატიას.

ანგარიშში ასევე განხილულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECHR) გადაწყვეტილებები, რომლებიც სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევებს ეხება. მაგალითად, მოლდოვაში თავისუფალი სასამართლოს უფლების დარღვევისთვის 180 გამამტყუნებელი განაჩენი ფიქსირდება, თურქეთში – 991, უკრაინაში – 622, რუმინეთში – 481. ევროკავშირის ქვეყნებში: ავსტრია – 97, ხორვატია – 142, საბერძნეთი – 145, იტალია – 301.

კვლევა ხაზს უსვამს ევროპის ქვეყნების სასამართლო სისტემების ხარისხის მნიშვნელობას კორუფციის რისკების შეფასებაში და საქართველოს პოზიტიურ პოზიციას აღნიშნულ სფეროში.

კომენტარის დატოვება

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading