გარემოსდაცვითი დეპარტამენტი 24-საათიან პატრულირებას ახორციელებს უკანონო ტყითსარგებლობის წინააღმდეგ
ტყით უკანონო სარგებლობის პრევენციისა და სამართალდარღვევების შემცირების მიზნით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უწყვეტ პატრულირებას ახორციელებს.
დეპარტამენტის მიერ ბოლო წლებში დანერგილი ინოვაციური ტექნოლოგიების, მათ შორის უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით, კონტროლი მიუვალ ადგილებშიც ხორციელდება. 2025 წელს დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკანონო ტყით სარგებლობის დაახლოებით 1700 ფაქტი გამოავლინეს, – განაცხადა ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, ტარიელ ირემაძემ.
თითქმის 50%-იანი კლება სამართალდარღვევების რაოდენობაში 2021 წელთან შედარებით აჩვენებს, რომ ზედამხედველობა და კონტროლი ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაძლიერდა.