რა განაცხადა პიოტრ იანმა მერაბ დვალიშვილთან მესამედ ბრძოლის ჩატარების შესახებ?

UFC-ს სუპერმსუბუქი დივიზიონის (61კგ) ჩემპიონი პიოტრ იანი აცხადებს, რომ მზადაა, მერაბ დვალიშვილთან კარიერაში მესამედ შეხვდეს.

იანმა დვალიშვილი UFC 323-ზე დაამარცხა და სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარი მოიპოვა. წინა შეხვედრა 2023 წლის მარტში შედგა და ქართველმა მოიგო.

„ვფიქრობ, მერაბ დვალიშვილი ნამდვილად იმსახურებს ნებისმიერთან რემატჩს. თუ UFC-ის მესამე ბრძოლა სურს, მე მზად ვარ“, – თქვა იანმა.

მერაბ დვალიშვილმაც აღნიშნა, რომ UFC მას მორიგ შეხვედრას შესთავაზებს, როდესაც მზად იქნება.

34 წლის ქართველმა ჩემპიონმა UFC-ს ქამარი 2024 წლის სექტემბრის შემდეგ დაიკავა და 2025 წელს ტიტული სამჯერ დაიცვა.

წყარო: 1tv.ge-sport

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading