თბილისში და იმერეთში არალეგალური სასაკლაოები გამოავლინეს

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა შინდისში, მიხეილ ჯავახიშვილის I შესახვევში არალეგალური სასაკლაო გამოავლინეს. ობიექტი ფუნქციონირებდა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და აღიარების გარეშე. არაგეგმური შემოწმებისას დადგინდა ეტიკეტირებისა და მიკვლევადობის წესის დარღვევა; ადგილზე აღმოჩნდა 200 კგ ჯანმრთელობის ნიშანდების გარეშე არსებული საქონლის ხორცი, რომელიც დაილუქა და კანონმდებლობის შესაბამისად განადგურდება.

⚖️ ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და საქმიანობა შეუჩერდა რეგისტრაციამდე, აღიარებამდე და კრიტიკული ხარვეზების გამოსწორებამდე.

🔎 კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა ზესტაფონსა (რუსთაველის 86) და ვანში (თავისუფლების 4) მდებარე არალეგალურ სასაკლაოებშიც. იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორების მიერ ჩატარებული არაგეგმური ინსპექტირებებით დადგენილი იქნა: რეგისტრაციისა და აღიარების გარეშე საქმიანობა და საეჭვო წარმომავლობის ხორცი. ობიექტები დაჯარიმდნენ და საქმიანობა შეუჩერდათ.

📊 სააგენტო ცხოველთა სასაკლაოებში სახელმწიფო კონტროლს მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს — გეგმური ინსპექტირება ტარდება წელიწადში ოთხჯერ, ასევე სრულდება არაგეგმური შემოწმებებიც. 2025 წელს უკვე ჩატარებულია 1035 სახელმწიფო კონტროლი, გამოვლენილია 80 ადმინისტრაციული სამართალდარღვევა.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading