მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახკულაში წყალმომარაგების პროექტი მიმდინარეობს

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა დაურ ისმაილოვმა სოფელ ახკულაში მიმდინარე წყალმომარაგების ინფრასტრუქტურული პროექტი დაათვალიერა.მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახკულაში წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები აქტიურად გრძელდება.

პროექტის ფარგლებში მოეწყობა 160-მეტრიანი ჭაბურღილი, რეზერვუარი, საქლორატორო და 3 კილომეტრზე მეტი სიგრძის შიდა წყალმომარაგების ქსელი.

პროექტი ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. სამუშაოების დასრულების შემდეგ სოფელ ახკულაში 60 ოჯახი უსაფრთხო და უწყვეტი სასმელი წყლით იქნება უზრუნველყოფილი.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading