ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი სვანიძის ხელმძღვანელობით გაიმართა.

სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს ცვლილება „ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ №33 დადგენილებაში. ასევე დამტკიცდა ცვლილებები „ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ დადგენილებაში.

გარდა ამისა საკრებულომ მოიწონა ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტი.

წარმოდგენილი საკითხები მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა წარადგინეს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading