ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული, ილია ჯალაღანია, შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ კონტრაქტორი საპროექტო ჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდა
სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის კრწანისის, მთისძირისა და ახალ კუმისის სოფლებში წყალმომარაგების სისტემების, მათ შორის თანმხლები ობიექტებისა და ნაგებობების საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების საკითხები.
კომპანიის წარმომადგენლებმა სახელმწიფო რწმუნებულს მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია პროექტის მიმდინარეობის შესახებ, ხოლო ილია ჯალაღანიამ პროცესის ეფექტურად წარმართვისთვის სრული მხარდაჭერა აღუთქვა.
შეხვედრას ესწრებოდნენ ასევე სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე იოსებ ალიბეგაშვილი, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე რამაზ ბუდაღაშვილი, სამხარეო ადმინისტრაციისა და მერიის წარმომადგენლები.