დმანისში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება
დმანისის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები აქტიურად მიმდინარეობს.
მერიისა და საკრებულოს ხელმძღვანელები — კობა მურადაშვილი და პაატა ყულიაშვილი — მოადგილეებთან და წარმომადგენლებთან ერთად სოფლების ბაზაქლოს, ამამლოს, მამიშლოსა და საფარლოს მოსახლეობას შეხვდნენ. შეხვედრებზე ერთობლივად განიხილეს ადგილობრივების საჭიროებები და პრიორიტეტები.
მოქალაქეების გადაწყვეტილებით შერჩეული პროექტები მუნიციპალიტეტის საკრებულოს დასამტკიცებლად წარედგინება.
მუნიციპალიტეტის მასშტაბით, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში კრებები და კონსულტაციები ყველა სოფელში გაიმართება.