საქართველოს განათლების მინისტრმა ელენე აბაშიძეს მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღე მიულოცა
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხთან ერთად, ცნობილ ქართველ მეცნიერს, გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორს ელენე აბაშიძეს ესტუმრა და მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღე მიულოცა.
მინისტრმა გამოხატა მადლიერება ელენე აბაშიძის მრავალწლიანი სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობისთვის, რომელიც ქართულ გეომეცნიერებათა განვითარებაში და თაობათა აღზრდაში მნიშვნელოვანი წვლილის მიმცემი აღმოჩნდა.
ელენე აბაშიძე ცნობილია როგორც გეოგრაფი, სპელეოლოგი, ჰიდროლოგი და ჰიდროგეოლოგი. მისი სადოქტორო ნაშრომი საერთაშორისო აღიარებასაც მოიპოვა, ხოლო თავად დაჯილდოებულია „წლის ქალის“ საპატიო წოდებით.