ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავის სასაფლაოსთან – დაღუპულია არასრულწლოვანი
რუსთავის სასაფლაოსთან ავარიას არასრულწლოვანი ემსხვერპლა- საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავის” ცნობით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოტრიალდა.
შემთხვევის შედეგად 17 წლის ბიჭი ადგილზევე დაიღუპა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.