ბათუმში დიდი ოდენობით ნარკოტიკის შენახვა-გავრცელებისთვის უკრაინის მოქალაქე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2006 წელს დაბადებული უკრაინის მოქალაქე დ.ი. დაკავებულია ბათუმში, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით.
ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და საგამოძიებო მთავარი სამმართველოს აჭარის სამსახურის თანამშრომელთა მიერ, ერთობლივად.
დ.ი. სამართალდამცველებმა ქვეითად გადაადგილებისას შეაჩერეს და პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს 15 შეკვრა, სარეალიზაციოდ დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება – ტეტრაჰიდროკანაბინოლი (THC).
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის:
- 260-ე მუხლით – ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა/შენახვა;
- 260-ე კვარტა მუხლით – ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა.
დანაშაული ითვალისწინებს 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.