აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების შენახვა-გავრცელებისთვის რუსეთის მოქალაქე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დაკავებულია 1984 წელს დაბადებული რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ა.ბ. მას ბრალად ედება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული (მეთადონი) და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვა და რეალიზაციის ხელშეწყობა.
სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოიღეს შეფუთული მეთადონი და მასალები, რომლებიც ნარკოტიკის დაფასოებისთვის იყო განკუთვნილი – მათ შორის, წებოვანი ლენტები და ელექტრო სასწორი.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის:
- 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით – ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა/შენახვა დიდი ოდენობით;
- 260-ე კვარტა მუხლის მე-6 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით – განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა/შენახვა და რეალიზაცია.
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.