თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ ტრირის (გერმანია) უნივერსიტეტის პრეზიდენტთან ევა მართა ეკრამერთან ერთად თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერა

მემორანდუმი ხელს შეუწყობს სტუდენტების, პროფესორებისა და მკვლევრების გაცვლას, ასევე, ერთობლივი კვლევების, ლექციების, სიმპოზიუმების ჩატარებას და უნივერსიტეტებს შორის სამეცნიერო და საგანმანათლებლო თანამშრომლობის განვითარებას.

ტრირის უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში თსუ-ს ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, ფაკულტეტების დეკანებმა, პროფესორებმა გერმანელ კოლეგებთან შეხვედრები გამართეს და უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის გაფართოებასა და ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე იმსჯელეს.

ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading