ქართველმა სპორტსმენებმა კანოე-კაიაკის საერთაშორისო ტურნირზე 9 მედალი მოიპოვეს

კვიპროსში გამართულ კანოე-კაიაკის საერთაშორისო ტურნირზე საქართველოს წარმომადგენლებმა ასპარეზობა 9 მედლით – 6 ოქროს და 3 ბრინჯაოს მედლით დაასრულეს.

🥇 ჩემპიონები:

  • ნიკა ოდიშელიძე – 200 მ, ერთადგილიანი კაიაკი, სენიორები
  • ალექსანდრე წივწივაძე – 200 მ, ერთადგილიანი კანოე, სენიორები
  • საბა მალანია – 200 მ და 500 მ, ერთადგილიანი კანოე, ვაჟები
  • მანანა პეტრიაშვილი – 200 მ და 500 მ, ერთადგილიანი კანოე, იუნიორები

🥉 ბრინჯაოს მედალოსნები:

  • ნიკა ოდიშელიძე – 500 მ, ერთადგილიანი კაიაკი, სენიორები
  • ბადრი ყაველაშვილი – 200 მ, ერთადგილიანი კაიაკი, სენიორები
  • ნიკა ოდიშელიძე / ბადრი ყაველაშვილი – 500 მ, ორადგილიანი კაიაკი, სენიორები

ტურნირში მონაწილეობდა 20 ქვეყნის 200-ზე მეტი სპორტსმენი, გუნდურ ჩათვლაში კი საქართველოს ნაკრებმა მეოთხე ადგილი დაიკავა.

ქართველი სპორტსმენების მონაწილეობა შესაძლებელი გახდა საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading