მარნეულის კულტურის ცენტრი მოხალისეთა პროგრამაში ჩართვის მსურველებს იწვევს
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ 15-დან 25 წლამდე ახალგაზრდებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან კულტურული საქმიანობით, პიროვნული განვითარებითა და ახალი უნარების შეძენით.
დაინტერესებულ პირთათვის პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, 24 აპრილს, 15:00 საათზე ბიბლიოთეკის სააქტო დარბაზში გაიმართება პრეზენტაცია.
პრეზენტაციაზე დასასწრებად სავალდებულოა გაიაროთ რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე:https://forms.gle/FwiaKDWHK6p5ejsd7