შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მასწავლებლის გამოცდებზე რეგისტრაციას 20 აპრილს, 10:00 საათზე დაიწყებს

რეგისტრაციის გავლა კანდიდატებს შეუძლიათ ვებგვერდზე – online.naec.ge 6 მაისის 18:00 საათამდე, ხოლო გამოცდის საფასურის გადახდა – 20 აპრილიდან 4 მაისის ჩათვლით.

ცენტრის ინფორმაციით, 2026 წლიდან მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ, ერთის ნაცვლად, მაქსიმუმ სამი საგნის გამოცდა ჩააბარონ, ასევე გაიარონ სპეციალური მასწავლებლისა და საბაზო პროფესიული უნარების გამოცდები.

ერთი გამოცდის საფასური 50 ლარს შეადგენს და გადახდა შესაძლებელია საქართველოს ბანკის პლატფორმების მეშვეობით.კერძოდ, ონლაინ გადახდის სისტემით (bogpay.ge), ინტერნეტ ბანკით (ibank.ge), მობილური აპლიკაციით (mBank) და თვითმომსახურების ტერმინალებით.

ცენტრი დაინტერესებულ პირებს მოუწოდებს, რეგისტრაცია დადგენილ ვადებში გაიარონ და დეტალურად გაეცნონ შესაბამის ინფორმაციას.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading