გარდაბნის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში ხალხური რეწვის ნამუშევრების გამოფენა გაიმართა

2026 წლის 22 ივნისს, ა(ა)იპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების ცენტრიში ხალხური რეწვის შემსწავლელი წრის მოსწავლეების ნამუშევრების შემაჯამებელი გამოფენა გაიმართა.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 2025-2026 სასწავლო წლის განმავლობაში შექმნილი ნამუშევრები, რომლებმაც დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა. ღონისძიება მრავალფეროვანი ექსპოზიციითა და ტრადიციული ხელოვნების თანამედროვე ხედვით გამოირჩეოდა.


ღონისძიებას ესწრებოდნენ ლეილა ბენდელიანი, თამარ ხაჩიძე და კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორი მზია კაჭარავა.
ცენტრის წარმომადგენლებმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადეს პედაგოგ ნათია ნიჟარაძეს, რომელმაც მოსწავლეებს ქართული ხალხური რეწვის ტრადიციები და ღირებულებები გააცნო.


გამოფენა სასწავლო წლის წარმატებული დასრულების ერთგვარ შეჯამებად იქცა და ახალგაზრდა შემოქმედების შესაძლებლობების წარმოჩენას შეუწყო ხელი.