ლიფანალი – წინაპრების ხსოვნის ტრადიცია სვანეთში

ლიფანალი სვანეთში წინაპრების ხსოვნისადმი მიძღვნილი უძველესი ტრადიციაა, როცა სუფრა მხოლოდ ცოცხლებისთვის არ იშლება. ამ დღეებში ოჯახები განსაკუთრებული პატივითა და სიყვარულით ელოდებიან წინაპრების სულებს და მათთვისაც, როგორც პატივცემულ სტუმრებისთვის, შლიან სუფრას.რიტუალი იწყება წყალკურთხევის წინა დღეს, 18 იანვარს, ანუ ძველით ახალი წლის მეხუთე დღეს.

სვანები ამ დღეებისთვის განსაკუთრებულად ემზადებიან , ლიფანალის წინა დღეს სახლში ყველა საოჯახო ნივთი ირეცხება,სუფთავდება ოჯახი სუფთად ხვდება სულებს 

სუფრაზე დებენ ყველაფერს, რაც ოჯახს საუკეთესო აქვს. სვანების რწმენით, სულები გრძნობენ სითბოს, პატივსა და მადლიერებას. ტრადიცია მშვიდი საღამოთი, ლოცვით დაწყებული ოჯახური შეკრებით აღინიშნება, სადაც მადლობას ამბობენ სიცოცხლისთვის, წარსულისა და მემკვიდრეობისთვის და სთხოვენ უფალს მშვიდობიან მომავალს.

ლიფანალი სვანეთში თაობიდან თაობას გადაეცემა და დღესაც ინარჩუნებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას, როგორც სულიერი ერთიანობისა და წინაპრებთან კავშირის სიმბოლო.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading