შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1973 წელს დაბადებული ზ.ე. დააკავეს.
სამართალდამცველებმა დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს. ასევე ამოღებულია სავარაუდოდ ნარკოტიკების რეალიზაციიდან მიღებული ფული.
გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.