ესპანეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 39-მდე გაიზარდა
BBC-ის ინფორმაციით, ესპანეთის სამხრეთ ნაწილში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 39-მდე გაიზარდა, დაშავებულია ათობით ადამიანი.
შემთხვევა წუხელ მოხდა, როდესაც მადრიდის მიმართულებით მიმავალი მატარებლის რამდენიმე ვაგონი ლიანდაგიდან გადავიდა და ქალაქ კორდობასთან ახლოს, ადამუზის მუნიციპალიტეტში, საპირისპირო მიმართულებით მოძრავ მატარებელს შეეჯახა.
ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სამსახურები. მიმდინარეობს დაშავებულთა გადაყვანა სამედიცინო დაწესებულებებში და მომხდარის მიზეზების გამოძიება.