დმანისის მუნიციპალიტეტში საკრებულოს სხდომა გაიმართა

მიმდინარე წლის 24 დეკემბერს დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა, სადაც განხილული და დამტკიცებული იქნა მუნიციპალიტეტის საქმიანობისთვის მნიშვნელოვანი რიგი საკითხები.

სხდომაზე საკრებულოს წევრებმა იმსჯელეს 2025–2026 წლების ბიუჯეტთან, 2026–2029 წლების საშუალოვადიან პრიორიტეტებთან, ასევე სოციალური, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის ხელშეწყობის პროგრამებთან დაკავშირებულ საკითხებზე.

სხდომის ფარგლებში მიღებულ იქნა დადგენილებები და განკარგულებები, რომლებიც შეეხება მუნიციპალიტეტის ფინანსურ დაგეგმვას, ადმინისტრაციული სტრუქტურისა და საშტატო ნუსხის მოწესრიგებას, სოციალური სერვისების განვითარებას, პერსონალური მონაცემების დაცვის პოლიტიკის დამტკიცებას, საგანგებო მართვის გეგმის დამტკიცებას, ასევე ქონების მართვისა და სხვა მნიშვნელოვან მიმართულებებს.

აღნიშნული გადაწყვეტილებები მიზნად ისახავს მუნიციპალიტეტის ეფექტიანი მართვის უზრუნველყოფას, ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის გაუმჯობესებას და მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული სერვისების განვითარებას.

დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულო განაგრძობს მუშაობას მუნიციპალიტეტის განვითარების პრიორიტეტული მიმართულებების გასაძლიერებლად.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading