მარნეულის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურ ად მიმდინარეობს

სოფელ ხუტორ-ლეჟბადინში, მდინარე ალგეთზე, ნაპირსამაგრი სამუშაოები ხორციელდება. უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მდინარის კალაპოტის ორივე ნაპირზე, ჯამში 28 მეტრის სიგრძის დამცავი კედელი მოეწყობა. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 87 568 ლარია.

პარალელურად, სამუშაოები დაიწყო სოფელ ზემო ყულარში სადაც შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, 3 ქუჩაზე, ჯამში 2 ათას 380 გრძივი მეტრი ასფალტ-ბეტონის ახალი საფარი დაიგება, მოეწყობა სანიაღვრე და წყალარინების სისტემები. პროექტი 2026-2027 წლებში განხორციელდება და სრულად ფინანსდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან, მისი ღირებულება 1 049 699 ლარია.

ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა დაურ ისმაილოვმა, ქვემო ქართლის მხარის რწმუნებულმა, ილია ჯალაღანიამ, საქართველოს პარლამენტის წევრმა, ზაურ დარგალმა, რწმუნებულის პირველმა მოადგილემ, იოსებ ალიბეგაშვილმა და მერის პირველმა მოადგილემ, გიორგი გოდაბრელიძემ დაათვალიერეს.

ხელმძღვანელმა პირებმა ასევე, ადგილობრივ მოსახლეობასთან გამართეს შეხვედრა.
განიხილეს მოქალაქეების წინაშე არსებული საჭიროებები და ერთობლივად იმსჯელეს მათი მოგვარების გზებზე.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading