მარნეულის მერიაში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართება
26 ივნისს, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში სისხლის უანგარო დონაციის აქცია – „გაიღე სისხლი სიცოცხლის გადასარჩენად“ გაიმართება.
აქცია 11:00-დან 18:00 საათამდე ჩატარდება მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით და Blood Collection Center-ის ორგანიზებით.
სისხლის დონაციის მსურველ მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ ექიმის კონსულტაცია და ადგილზე ჩაიტარონ შესაბამისი სამედიცინო კვლევები.