ბოლნისის საკრებულოში სოციალური მხარდაჭერის პროგრამების გაუმჯობესებაზე იმსჯელეს

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ნონა ყაველაშვილი ხელმძღვანელობდა.

კომისიამ განიხილა „ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 30 იანვრის №2 დადგენილებაში შესატანი ცვლილებები.

წარმოდგენილი ცვლილებების მიზანია სოციალური პროგრამების დახვეწა, ბენეფიციარებისთვის მხარდაჭერის გაუმჯობესება და მომსახურების ხელმისაწვდომობის ზრდა. ასევე, ცვლილებები ითვალისწინებს ადმინისტრაციული პროცედურების გამარტივებასა და სოციალური სტატუსის გადამოწმების პროცესში ელექტრონული სისტემების უფრო ეფექტიან გამოყენებას.

საკითხი კომისიის წევრებს მერიის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების უფროსმა, ლელა კვირიკაშვილმა წარუდგინა.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading