მარნეულში წყალარინების გამწმენდი ნაგებობა თანამედროვე სტანდარტებით აშენდება
მარნეულის მუნიციპალიტეტში წყალარინების გამწმენდი ნაგებობის პროექტირება-მშენებლობის მასშტაბური პროექტი ხორციელდება, პროექტი რეგიონში ეკოლოგიური ინფრასტრუქტურის განვითარების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიმართულებას წარმოადგენს
პროექტის ფარგლებში შენდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი წყალარინების გამწმენდი ნაგებობა, რომლის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ ობიექტი იმუშავებს 13 896 მ³/დღის წარმადობით და მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების დაახლოებით 45 796 მოსახლეს მოემსახურება
ახალი ინფრასტრუქტურა, გარემოსდაცვითი მოთხოვნების სრული დაცვით, უზრუნველყოფს ჩამდინარე წყლების სათანადო დამუშავებას, მნიშვნელოვნად შეამცირებს გარემოზე მავნე ზემოქმედების რისკებს და ხელს შეუწყობს წყლის რესურსების დაცვასა და ეკოსისტემის შენარჩუნებას