გარდაბნის კულტურის ცენტრისა და თბილისის ინსტიტუტის თანამშრომლობით – ასურული ცეკვის მასტერკლასი ჩატარდა

გარდაბნის “ააიპ კულტურის ცენტრის” დირექტორის, თათია კაჭარავას ხელმძღვანელობით, ასურული ანსამბლ „ნინევიას“ მოცეკვავეები, ქორეოგრაფ-ხელმძღვანელ ლუდმილა ბიტკაშთან ერთად, სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ თბილისის კულტურის ინსტიტუტში. ვიზიტის ფარგლებში სტუდენტებისთვის ჩატარდა ასურული ფოლკლორული ცეკვის მასტერკლასი, რომელმაც მაღალი პროფესიული და კულტურული მნიშვნელობა შეიძინა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ინსტიტუტის დირექტორი მურმან გამისონია, დირექტორის მოადგილე მაია ჩოკოშვილი და პედაგოგ-ქორეოგრაფი სალომე ცინდელიანი. შეხვედრა გამოირჩეოდა საქმიანი და შემოქმედებითი გარემოთი, განხორციელდა ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების გაცვლა.

შეხვედრის შედეგად დაიგეგმა სამომავლო თანამშრომლობა, მათ შორის ლუდმილა ბიტკაშის მოწვევა და ასურული ცეკვის დადგმა სტუდენტებისთვის, რათა მათ შესაძლებლობა ჰქონდეთ გაეცნონ ხალხთა ნაციონალურ ცეკვებს. ღონისძიება მნიშვნელოვანი ნაბიჯია კულტურული დიალოგისა და ტრადიციული ხელოვნების განვითარების ხელშეწყობისთვის.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading