სტუდენტებისთვის გამოცხადდა საგრანტო კონკურსი – „ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერა“

სტუდენტებს, რომლებსაც საკუთარი იდეების განხორციელება სურთ, შესაძლებლობა ეძლევათ მონაწილეობა მიიღონ საგრანტო კონკურსში „ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერა“.

კონკურსის მიზანია სტუდენტური საინიციატივო ჯგუფების ფინანსური მხარდაჭერა იმ პროექტებისთვის, რომლებიც ახალგაზრდების განვითარებას, განათლებას და აქტიურ ჩართულობას უწყობს ხელს. მონაწილეობის უფლება აქვთ უმაღლესი ან პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებს, რომლებიც შექმნიან მინიმუმ ხუთწევრიან საინიციატივო ჯგუფს.

საკონკურსო განაცხადების მიღება დაიწყება 2026 წლის 11 თებერვალს და გაგრძელდება 8 მარტის ჩათვლით. განაცხადები მიიღება ელექტრონულ მისამართზე: grants-2@youthagency.gov.ge.

კონკურსის საერთო ბიუჯეტი 180 000 ლარს შეადგენს, ხოლო ერთი პროექტისთვის მაქსიმალური დაფინანსება 15 000 ლარია.

საგრანტო მიმართულებები მოიცავს ახალგაზრდებში საკვანძო კომპეტენციების განვითარებას, სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაძლიერებას, მშვიდობის მშენებლობასა და ინტერკულტურულ დიალოგს, არაფორმალური განათლების ხელშეწყობას, ახალგაზრდული სერვისების განვითარებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, გარემოს დაცვასა და საგანმანათლებლო-კულტურული ღონისძიებების განხორციელებას.

დეტალური ინფორმაცია კონკურსის პირობების შესახებ ხელმისაწვდომია ახალგაზრდობის სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე.https://youthagency.gov.ge/sagr…/akhalgazrduli-iniciativebi/

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading