დმანისის გოგონათა საფეხბურთო გუნდს ახალი სავარჯიშო ინვენტარი გადაეცა

დმანისის მუნიციპალიტეტის მერი, კობა მურადაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე, პაატა ყულიაშვილი გოგონათა საფეხბურთო გუნდს შეხვდნენ და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სახელით ახალი სავარჯიშო ინვენტარი გადასცეს.

,,აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავს სპორტსმენებისთვის სავარჯიშო პირობების გაუმჯობესებასა და მათი მოტივაციის ამაღლებას, რაც ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – ნათქვამია კობა მურადაშვილის განცხადებაში.

შეხვედრას ა(ა)იპ ომარ მუმლაძის სახელობის სპორტული სკოლის დირექტორი დავით ჩხვიმიანი და გოგონათა გუნდის მწვრთნელი გეგი აბრამიშვილი ესწრებოდნენ.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading