მარნეულის კულტურის ცენტრი ახალგაზრდებს სამაგიდო თამაშების დღეზე იწვევს
მარნეულის კულტურის ცენტრი 14+ ასაკის ახალგაზრდებს სამაგიდო თამაშების საინტერესო და შემეცნებით დღეზე იწვევს.
ღონისძიება 28 მაისს, კულტურის ცენტრში, 14:00-დან 18:00 საათამდე გაიმართება. მონაწილეებს მრავალფეროვანი სამაგიდო თამაშები, მეგობრული გარემო და სახალისო აქტივობები ელოდებათ.
ორგანიზატორების განცხადებით, შეხვედრის მიზანია ახალგაზრდებისთვის საინტერესო, პოზიტიური და შემეცნებითი გარემოს შექმნა, სადაც ისინი სტრატეგიულ და გუნდურ უნარებსაც გამოსცდიან.