მარნეულის მერი პურის ხორბლის უძველესი კერის აღმოჩენის პრეზენტაციას დაესწრო
საქართველოს ეროვნულ მუზეუმში წარადგინეს უახლესი კვლევა, რომლის მიხედვითაც საქართველო პურის ხორბლის უძველეს და დამოუკიდებელ კერად დადასტურდა. აღმოჩენა ეფუძნება ქვემო ქართლში ნაპოვნ 8 000 წლის არქეოლოგიურ მასალას, რომელიც მსოფლიოში უძველეს მტკიცებულებად მიიჩნევა.
პრეზენტაციას მარნეულის მერი დაურ ისმაილოვი დაესწრო. ღონისძიებაზე ხაზგასმით აღინიშნა ქვემო ქართლის განსაკუთრებული როლი მსოფლიო ცივილიზაციის ისტორიაში.